Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღე

ბმულები გავაკეთეთ ბლოგში და მოვახდინეთ ჩვენი ბმულების პრეზენტაცია. ცხრადგიანმა ტრენინგმა მასწავლა როგორ გავაკეთოთ პროექტი და გამოვიყენო ჩეკლისტი, მიმართულების მიმცემი კითხვები შეფასების სქემები პროექტის წრისას.

Saturday, July 9, 2016

მერვე დღე

გავიხსენეთწინა ტრენინგის მასალა ვნახეთტრენერის კომენტარები ჩვენს გეგმებთან დავხვეწეთაქტივობები ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე განვიხილეატ სახელმძღვანელოში მოდული ექვსი, დავწერეთ დავალებები სუსტი და ნიწიერი მოსწავლეებისთვის,პროექტის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.

Friday, July 8, 2016

დღე მეშვიდე

ტრენინგი დავიწყეთ წინა დგეების გახსენებით, მოვახდინეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი,შემდგომ დავგეგმოთ ჩვენი პროექთის აქტივობები გეგმაში რომელიც გავუზიარეთ ტრენერს.

Sunday, July 3, 2016

დღე მეექვსე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა,კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების ფორმები, ავირჩიეთ ორი შეფასების ფორმა თანატოლთა ურთიერთ შეფასების ფორმა და პრეზენტაციის ჩეკლისტი გავუკეთეთ ადაფტირება და მოვარგეთ ჩვენ მოსწავლეთა ნაშრომის ნიმუშს, ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რომელიც ავტვირთეთ ღრუბლებში და გავუზიარეთ ტრენერს განვიხილეთ რა უნდა ჩაგვეწერა შეფასების მონახაზში, განვმარტეთ თითეული მეთოდის და ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი.

Saturday, July 2, 2016

დღე მეხუთე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვისაუბრეთმიმდინარე და საბოლოო შეფასებაზე,განვიხილეთ შეფასების ხუთი ძირითადი სტრატეგია თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთჩვენი პროექტისათვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები. შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში შეფასების დროის ჩარჩოში, განვიზილეთშეფასების სხვადასხვა ფორმები კერძოდ პრეზენტაციის ჩეკლისტი, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციისშეფასების რუბრიკა ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და მივიღეთ საშინაო დავალება.

Friday, July 1, 2016

მეოთხე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ზოგად მნიშვნელობაზეპროექტების სწავლებაში.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია გავარჩიეთ ზოგადი და თემატური კითხვები,მოვიფიკრეთ კითხვები ჩვენი პროექტისთვის,შევიტანეთ გუგლ ბლოგებში გავუზიარეთ ტრენერს, მივღეთ უკუკავშირი ტრენერისგან და ჯგუფის წევრებისგან

Sunday, June 26, 2016

მესამე დღე

წინა დღის გახსენებით,ვისაუბრეთ სტანდარტების მნიშვნელობაზე ჩვენი პროექტების თემიდან გამომდინარე, მოვიძიეთ საიტზე სტანდარტები ncp.gi გადმოვიტანეთ შაბლონში ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციპიკურ მიზნებზე, მოვიშველიეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და გავწერეთ ჩვენი მიზნები, ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე, გავეცანითპუბლიკაციის ჩეკლისტს,გავეცანით პროგრამა ფაბლიშენს და მივიღეთ დავალებები.

Saturday, June 25, 2016

მეორე დღე


გავიმეორეთ წინა დღე გავეცანით  მოცემული დღის ტრენინგის თემას,ჩეკლისტის დანიშნულება,კრიტერიუმის ჩამონათვალს, შემდეგ დოკუმენტი 21 ე საუკუნის უნარ-ჩვევები.შევქმენით საქაღალდე გუგლ დრაივში და ავტვირთეთ ღრუბლებში.

Friday, June 24, 2016

პირველი დღე

გავეცანი ინტელის ძირითად მიზნებს,ამოცანებს. ვისწავლეთ წიგნში ნავიგაცია,ვისწავლეთ ბლოგების და პროექტების შექმნა რამაც ძალიან დამაინტერესა და მინდა შევქმნა საინტერესო პროექტი. გავეცანით პროექტების სწავლებას და რვავე მოდულს და აქტივობებს.