საწრეო
მუშაობის ლექსის მხატვრულად წაკითხვის რეფლექსია
სახელი
გვარი: ეკა ჭეხანი
სკოლა
: თრიალეთის საჯარო სკოლა
წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურებამოსწავლის, როგორც სააზრვნო, ასევე წერისა და კითხვის უნარების განვითარებას.
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნულისასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით ქართულ ენაში, საწრეო მუშაობასაჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ, რაც მომავალში სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება.
თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წრმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება წერისადმი და შეძლებოდათ დაწერილი ანბანის
გაფორმება, სასვენი ნიშნების დაცვა. მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში
გამოყენება.
ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ დაგზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომშეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სწავლის განუყოფელი ნაწილია,მთავარია შეგვეძლოს მათი გამოვლენა და შემდეგ გაანალიზება.
17 აპრილს მხატვრული კითხვის წრის წევრებმა წარმოადგინეს მ. მაჭავარიანის
ლექსები, რომელიც წაიკითხეს გამომეტყველებით.
ლექსები განსაკუთრებით გამორჩეულად წაიკითხეს:გიორგი გელაშვილმა, სალომე ხელაშვილმა, გაბრიელ ლიქოკელმა და გეგა გეწაძემ.
ლექსები განსაკუთრებით გამორჩეულად წაიკითხეს:გიორგი გელაშვილმა, სალომე ხელაშვილმა, გაბრიელ ლიქოკელმა და გეგა გეწაძემ.
8 მაისს ჩავატარეთ მხატვრული კითხვის წრე, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანა კალანდაძის შემოქმედებიდან
ლექსების მხატვრულად წაკითხვა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სალომე ხელაშვილის მიერ წაკითხულმა
ლექსმა ,,ფეხი დამადგით’’, და ბარბარე შიომღვდლიშვილის მიერ წაკითხულმა ლექსმა ,,თუთა’’.
22 მაისს ჩავატარეთ მხატვრული კითხვის წრე, სადაც წევრებმა წარმოადგინეს მ. ლებანიძის ლექსები. თავდაპირველად
თითოეულმა წევრმა აირჩია ლექსი საკუთარი გემოვნებით. მოხდა ლექსების დამუშავება, შემდეგ წევრებმა მხატვრული ინტონაციით,
გამომეტყველებით მოახდინეს ლექსების წაკითხვა. განსაკუთრებით გამორჩეულად ლექსები წაიკითხეს სალომე ხელაშვილმა,
გიორგი გელაშვილმა, გაბრიელ ლიქოკილმა და ბარბარე შიომღვდლიშილმა.
No comments:
Post a Comment