Sunday, December 1, 2019


პროექტი


პროექტის დასახელება:      „საქართველოს ბულბული.“
პროექტის მონაწილეები:    მეათე კლასის მოსწავლეები;
პრობლემა: მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას. არ იცნობენ ქართული მწერლობის კორიფეების პოეტურ და პროზაულ შედევრებს.
პროექტის მიზანი: შეძლებისდაგვარად გაეცნონ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებლის, აკაკი წერეთის  ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ მისი ნაწარმოებებით, შეიყვარონ წიგნის კითხვა. განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ „საქართველოს ბულბული“ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელია და აღეძრებათ მოტივაცია შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი წერეთლის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა. ამ ინტერესს აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება.
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.          მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება „საქართველოს ბულბული“;
2.          მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ სოფლებში–სავანესა და          სხვიტორში.
3.          ღონისძიების მომზადება 01/11/19– 29/11/19
4.          ღონისძიების ჩატარება 21/11/19
5.          ექსკურსიისთვის მზადება28/11/19 – 30/11/19
6.          ექსკურსიის მოწყობა 5/12/19
7.          ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა 6/12/19
ბიუჯეტი: აკაკი წერეთლის ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპარატი, საკანცელარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.
შედეგი: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისა და საერთოდ ლიტერატურისადმი; აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარების განვითარება. ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭეხანი.    

რეფლექსია

ექსკურსია კლასგარეშე სასწავლო მუშაობის განსაკუთრებულ ფორმაწარმოადგენს. ის ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და ფორმირებას, მეტად აყვარებს მოსწავლეს თავის სამშობლოს.
5/11/19 მე-10-კლასში მოეწყო სასწავლო ექსკურსია აკაკის სოფელში, სავანესა და სხვიტორში.  ეს პროექტი აქტუალური, ძალზედ მნიშვნელოვანი  და  სასარგებლოა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მოსწავლეების უმეტესობა  დროის დიდ ნაწილს ოთხ კედელში გამოკეტილი ატარებს კომპიუტერის მონიტორთან   და ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს .  ნამდვილი, რეალური სამყაროს შეცნობა ნადმვილი თავგადასავლები და შთაბეჭდილებები  აუცილებელიც კი არის დღეს,  რადგან ბავშვები მოკლებულნი არიან რეალურ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს.
პროექტის პირველი ეტაპი იყო ინფორმაციის მოძიება, თუ რა უნდა მოგვენახულებინა, შემდეგ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადგილების შესახებ და  დავგეგმეთ თუ რომელ დღეს რას მოვინახულებდით. ჩვენი მარშუტი: აკაკის მშობლიური მხარე;
პროექტის მიმდინარეობამ აჩვენა რომ ბავშვები აქტიურად ჩართული იყვნენ ყველა აქტივობაში და წარმატებით დასრულდა პროექტი საქარატველოს ბულბული.




No comments:

Post a Comment