Sunday, December 1, 2019


საწრეო მუშაობა. ლექსის მხატვრულად წაკითხვა

სახელი გვარი: ეკა ჭეხანი
სკოლა :   თრიალეთის საჯარო სკოლა
მხატვრული კითხვის წრის სამუშაო გეგმა. 2018-2019 სასწავლო წელი

N
თემა
აქტივობა
აქტივობის მიზანი
მუშაობის ფორმა
რესურსი
ჩატარების დრო
1
პირველი შეხვედრა-თემატიკის გაცნობა
საუბარი, კითხვა-პასუხი
წრის მუშაობის მიზნების გაცნობა
საერთო ჩათულობა
პრეზენტაცია pptფორმატით
23.01
2
სტუმრად ბიბლიოთეკაში
საუბარი.
წიგნების დათვალიერება.
კართოტეკის გაცნობა
ბიბლიოთეკაში
წიგნების მოძიების სწავლა. ინტერესის
გაზრდა კითხვისადმი
ჯგუფური

ბიბლიოთეკის კართოტეკის ფონდი
30.01
3
,,ჩემი წიგნების თარო.’’
საბავშვო მხატვრული ლიტერატურის მოძიება ოჯახში
ოჯახში არსებული საბავშვო
მხატვრული ლიტერატურის გაცნობა, თავმოყრა,
კლასიფიკაცია.
ჯგუფური
საბავშვო ლიტერატურა
06.02
4.
ფონოლოგიური სავარჯიშოები.
მარცვლებზე და ბგერებზე მუშაობა
ლექსიკის გამდიდრება
ინდივიდუალური
პლაკატები
13.02
5
,,მე მიყვარს პოეზია“
- საყვარელი ლექსების მხატვრულად კითხვა
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
ინდივიდუალური
ლექსების კრებული
20.02
6
რ. ინანიშვილის
მოთხრობა,-
,,მუხა.’’-მოსმენილი
ტექსტის შინაარსის გადმოცემა მხატვრულად
წაკითხვა, მოსმენა და გადმოცემა
შემოქმედებითი
უნარის განვითარება.
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ჯგუფური
რ. ინანიშვილის მოთხრობა
27.02

7

,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

ილუსტრაციებზე
მოთხრობების
შედგენა

ტექსტებზე მუშაობა
საერთო ჩართულობა
ილუსტრაციების
ჩვენება
06.03
8
დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა .,,საგანძური
დიდ წიგნში მოთხრობების
დამატება
ტექსტზე მუშაობა
ინდივიდუალური
დიდი წიგნი
20.03
9
გ. პეტრიაშვილის მოთხრობა  ,,პიკო და ოლიკო.’’
მხატვრულად
კითხვისთვის
გამოსაყენებელი სავარჯიშოები
თხრობა პერსონაჟების პოზიციიდან
ინდივიდუალური
მოთხრობების კრებული
27.03
10
ლ. ასათიანის ,,ლექსების მხატვრულად კითხვა
ლექსების წაკითხვა ინტონაციით
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
ლ. ასათიანის
ლექსების კრებული
03.04
11
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება
სინონიმებზე და ანტონიმებზე
მუშაობა
ტექსტებში სინონიმებისა და ანტონიმების მოძიება, ცნებების გააზრება
ჯგუფური
ტექსტები
10.04
12
ღონისძიება ,,ენა დედაა ერისა“
მხატვრული კითხვის კონკურსი
გამომეტველებით კითხვა
ინდივიდუალური
17.04
13
მ. მაჭავარიანის ლექსების მხატვრულად წაკითხვა
მხატვრული ინტონაციით გააზრებული კითხვა
გამართული კითხვა
ინდივიდუალური
მ.მაჭავარიანის ლექსების კრებული

24.04
14
მკითხველთა თეატრი- რ.ინანიშვილის მოთხრობა ,,შეხვედრა.’’
როლების განაწილება
გამართული კითხვა, გაგება-გააზრება
ჯგუფური
მოთხრობის
ტექსტი



01.05
15
ტ. ხავთასის მოთხრობა ,,მოსწავლის ჩანთიანი სპილო’’
პაუზებით კითხვა
გამართული კითხვა, გაგება-გააზრება
წყვილებში
მოთხრობის ტექსტი

08.05
16
ა. კალანდაძის ლექსების
მხატვრულად წაკითხვა

ინტონაციით კითხვა
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
ა.კალანდაძის
ლექსების კრებული
15.05
17
როლური თამაში -,,ჩიტი და ბავშვები’’

როლური გარდასახვა
გამომეტყველებით კითხვა
წყვილებში
ლექსის ტექსტი
22.05
18
მ. ლებანიძის ლექსების მხატვრულად წაკითხვა
ინტონაციით კითხვა
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
ლექსის ტექსტი
29.05
19
წყვილებში კითხვა. ლექსი ,,მგელი და კრავი“
როლური კითხვა
როლური გარდასახვა


წყვილებში
ლექსების კრებული
05.06
20
იოსებ ნონეშვილის
ლექსების მხატვრულად წაკითხვა
ნაწილ-ნაწილ კითხვა
გამომეტყველებით კითხვა
ინდივიდუალური
ლექსების კრებული
12.06
21
წრის მუშაობის შეფასება
კითხვა-პასუხი
დისკუსია
საერთო ჩართულობა
12.06

მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრული კითხვის ტექნიკატექსტის გააზრებული კითხვის უნარი;
შეეძლებათ ადექვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმენენ და გაიგებენ ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტებს და  გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას;
შეძლებენ აქტიური ლექსიკის და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველების გამოყენებას;
მოახდენენ მარტივი ტექსტების არსებით ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობას;
გამოიყენებენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს;
 ჩამოუყალიბდებათ წიგნიერების სიყვარული;
განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები;
ბავშვები ისწავლლიან როლურ თამაშებს და დაეუფლებიან თეატრალური გარდასახვის ელემენტებს.



          მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ -
         სამშაბათს   12სთ-45წთ.
              მეცადინეობის ხანგრძლიობა   45წთ.


მოსწავლეთა სია:
1.ნატო ვანაძე 
                                                                                      2.მეგი ბერიძე
                                                                                       3.გოჩა ადაძე
                                                                                      4.ნინო ირემაძე
                                                                                      5.რამინ სირაძე
                                                                                      6.ლარისა კარაკალოვა
                                                                                      7.გაგა ბოლქვაძე
                                                                                      8.ანზორ მგელაძე



ქართ.2მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მვირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
-ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
-გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
-აგრძელებს სხვის მიერ დაწყებილ თხრობას;
-გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედით აღძრულ ემოციებს;
ქართ.3მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკის და ზირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
-განარცობს წინადადების მოდალობებს;
-სათანადოდ იყენებს კავშირებს.
ქართ.4დამარცვლით კითხულიბს უცნობ სიტყვებს; ხმამაღლა კითხულიბს მცირე ზომის ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, მოთხრობებს. ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშანთან.
ქართ.6 განარჩევს დიალოგს და თხრობას;
ქართ7ხმამაღლა კითხვისას სწორად მონიშნავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.
მხატვრული კითხვის წრის რეფლექსია
https://www.blogger.com/blogger.g?blogID=8038485757186080117#editor/target=page;pageID=684304392372100602

           მასწავლებელი:ეკაჭეხაანი

         სასწავლო წლის დასაწყისში  შეიქმნა მხატვრული კითხვის წრე. რომელიც შედგება
8 მოსწავლისაგან. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათს მე-5 გაკვეთილზე, წრეზე
განხილული თემები წინასწარ  არის გაწერილი , რომელიც ემსახურება მოსწავლის შემოქმედებითი,  მხატვრული კითხვის ტექნიკის, გააზრებული კითხვის უნარის, წიგნიერების სიყვარულს, ასევე როლური თამაშების და თეატრალური გარდასახვის ელემენტების შესწავლას და განვითარებას.
            თავდაპირველად, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ჩამენერგა ლიტერატურის და წიგნის სიყვარული. გამომემუშავებინა მათთვის მხატვრული და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები. ამ მიზნით ხშირად მეცადინეობის დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ, რათა არ გასჩენოდათ კომპლექსი და გზადაგზა ვუხვეწდი მათ გამომეტყველებითი კითხვის უნარებს. საწრეო მუშაობის პერიოდში ვიყენებდი მოტივაციის ასამაღლებლად შინაგან მოტივაციას:
-         გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი
                      თითოეული შეცდომის მიზეზს.
-         მოსწავლე თავადვე ხვდებოდა სად შეეშალა, სად ვერ წარმოთქვა ესა თუ ის ბგერა სწორად.
-         მოსწავლეები აკვირდებოდნენ პერიოდულად თავიანთ შედეგებს და თვითონვე ასწორებდნენ შეცდომებს.
-         საწრეო მუშაობის დროს გარკვეული საკითხების შედგენისას ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, რომელსაც ვადგენდი წრის მუშაობის მსვლელობისას.
  მოუხედავად იმისა, საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო ლიტერატურის და წიგნის სიყვარულს,
  მოსწავლეებს გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა  ლიტერატურისადმი. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა სურვილი გამოთქვეს მომავალ წელსაც ჩაერთვნენ წრეში.




                                                მოსწავლი კითხვარი:

                                           გვარი, სახელი



1.       დროულად მოგეწოდათ თუ არა  ინფორმაცია მხატვრული კითხვის წრის შექმნის შესახებ?
       

2.       საწრეო მუშაობის დროს განსახილველი საკითხები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვან?


3.       მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო?

4.იყო თუ არა გარემო შესაფერის?.


4.       რამდენი ქულით შეაფასებდი წრის მუშაობას?



                                   მშობლის კითხვარი:


1.დროულად მოგეწოდათთუარა ინფორმაცია წრის სექმნის შესახებ?


2. საწრეო მუსაობის დროს განსახილველი საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვეს შვილს?


3. საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო თქვენი შვილისთვის?


4, იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?


5.რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?

        


წრის მუშაობა

პირველი შეხვედრა- თემატიკის გაცნობა
23 იანვარს გვქონდა პირველი შეხვედრა მხატვრული კითხვის წრის წევრებთან. მოსწავლეები გაეცვნენ წრის სამუშაო თემატიკას. აზრი გამოთქვეს წრის მუშაობის განხორციელებული აქტივობების შესახებ. გადაწუდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერტვებოდნენ წრის მუშაობაში



მეორე შეხვედრა-სტუმრად ბიბლიოთეკაში

30 იანვარს წრის წევრები წრის ხელმძღვანელთან ერთად იყვნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკში არსებული წიგნებისკართოტეკა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ ბიბლიოთეკას, მაინც საინტერესო იყო ეს შეხვედრა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნები. ბიბლიოთეკარმა შეურჩია მათ საინტერესო ლიტერატურა. ის მოსწავლეები, რომლებიც ნაკლებად კითხულობენ წიგნებს დაინტერესდნენ. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას კითხვისადმი.



მესამე შეხვედრა-,,ჩემი წიგნების თარო’’


წრის წევრებმა თავიანთ ოჯახებში მოიძიეს საბავშვო მხატვრული ლიტერატურა. 6 თებერვალს წრის მეცადინეობაზე მოიტანეს და ერთმანეთს გააცვნეს. შემდეგ დაწერეს ,, დიალოგი საყვარელ პოეტთან’’, მათთვის საყვარელ მწერლებს და პოეტებს დაუსვევს კითხვები. ზოგმა წერილი მისწერა. შემდეგ მოახდინეს პრეზენტაცია და ერრთმანეთს წაუკითხეს. მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვლინდა მათი საყვარელი მწერლები და პოეტები და მხატვრული ლიტერატურა.




მეოთხე შეხვედრა-ფონოლოგიურ სავარჯიშოებზე მუშაობა.


13 თებერვალს წრეზე  მოხდა ფონოლოგიურსავარჯიშოებზევარჯიში,  სადაც მოხდა მოსწავლეების მუშაობა მარცვლებზე და ბგერებზე. მუშაობა წარიმართა ინდივიდუალურად. თითოეული მოსწავლე ანბანის მიხედვით მარცვლებზე ადგენდა სიტყვებს. მოხდა ხმოვნებზე და თანხმოვნებზე ვარჯიში. შემდეგ იმის მიხედვით ვინც ბევრ სიტყვას შეადგებდა აკეთებდა პრეზენტაციას. მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა.





მეხუთე შეხვედრა-,, მე მიყვარს პოეზია’’


20 თებერვალს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად,  მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივით მოამზადეს  და ისწავლეს სურვილის მიხედვით ლექსები და წაიკითხეს მხატვრულად. მოხდა ერთმანეთის შეფასება. მე ვინიშნავდი შენიშვნებს და ბოლოს მოახდინეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუშვეს ლექსების კითხვისას.წრის მუშაობა საქმიანად წარიმართა.


მეექვსე  შეხვედრა-რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’







27 თებერვალს წრეზე წავიკითხეთ რ. ინანიშვილის მოთხრობა ,,მუხა’’, შემდეგ მოვახდინეთ წაკითხული ტექსტის შინაარსის
გადმოცემა მხატვრულად. მოთხრობის გადმოცემა მოხდა ინდივიდუალურად პერსონაჟის პოზიციიდან. წაკითხული ტექსტის
შემდეგ მოვახდინეთ მისი ანალიზი. მოსწავლეებმა ინსჯელეს რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ, რას შეცვლიდნენ, ბოლოს

თავიანთი ინტერპრეტაციით გააგრძელეს მოთხრობა.


მეშვიდე შეხვედრა-,,ილუსტრაციები და მოთხრობები.’’

6 მარტს წრის მუშაობა წარიმართა შემდეგნაირად. მოსწავლეებისთვის მოხდა სხვადასხვა ილუსტრაციების ჩვენება.
მათ ილუსტრაციებზე თავიანთი ინტერპრეტაციით უნდა შეედგინათ მოთხრობები. მოსწავლეებმა ამ დავალებას კარგად
გაართვეს თავი. თითოეულმა მოსწავლემ არჩეულ ილუსტრაციაზე შედგენილი მოთხრობის პრეზენტაცია გააკეთა.

წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.


მერვე შეხვედრა -,,დიდი წიგნის ერთობლივი კითხვა.’



იოკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მოსწავლეებმა მიუძღვნეს ღონისძიება, სადაც წარმოადგინეს დიდი წიგნის პრეზენტაცია

ი. გოგებაშვილის ,,საგანძური.’’ წიგნის მახასიათებლის ათვისებისა და ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,, დიდი წიგნის 
ერთობლივი კითხვა’’.  წრის მუშაობაზე  წარიმართა ამ მეთოდის გამოყენება. მათ  გამოავლინეს წიგნთან მუშაობის ჩვევები. წრის
წევრებმა მხატვრულად და გამომეტყველებით წაიკითხეს  მათ მიერ შექმნილ დიდ წიგნში მოთავსებული ი. გოგებაშვილის მოთხრობები. მათ წიგნში შეიტანეს  რამდენიმე მოთხრობა.  






მეცხრე შეხვედრა-გ. პეტრიაშვილის მოტხრობა ,,პიკო და ოლიკო’’




27 მარტს ჩავატარეთ წრის მეცადინეობა, სადაც მოვახდინეთ გურამ პეტრიშვილის ,,მოთხრობა ,,პიკო და ოლიკოს’’ მხატვრულად  კითხვა, სადაც გამოვიყენეთ

მხატვრულად კითხვის გამისაყენებელი სავარჯიშოები. გამოვიყენეთ აქტივობა- თხრობა  პერსონაჟის პოზიციიდან.
,,ცხელი სკამის’’ მეშვეობით თითოეულმა  ბავშვმა წარმოიდგინა თავი პერსონაჟის ადგილას. წაკითხვის შემდეგმოსწავლეებმა შეადგინეს გმირის რუკა და მოტხრობის პირამიდა.


მეათე შეხვედრა-- ლ. ასთიანის ლექსების მხატვრულად წაკითხვა.




3 აპრილს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც მოხდა ლადო ასათიანის ლექსების მხატვრულად წაკითხვა. მოსწავლეებმა წაიკითხეს

მისი ლექსები:,, ბარდნალა’’, ,,ცხრა ძმა ხერხეულიძე’’, ,,ქართული ენა’’.ვიმუშავეთ ლექსების გამომეტყველებით წაკითხვაზე.
მოსწავლეები ერთმანეთის წაკითხულს აფასებდნენ.წრის მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.









მეთერთმეთე შეხვედრა--,, ლექსიკური მარაგის გამდიდრება’’.




10 აპრილს ჩავატარეთ წრის მუშაობა, სადაც ვიმუშავეთ ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაზე. კერძოთ ვიმუშავეთ სინონიმებზე და  

ანტონიმებზე. ბავშვებმა მოიძიეს ტექსტები, სადაც იპოვეს სინონიმები და ანტონიმები. ცნებების გააზრების მეშვეობით მათზე შეადგინეს წინადადებები. წრის მუსაობა საინტერესოდ წარიმართა.


14 აპრილი ქართული ენის დღეა


13 აპრილს  ჩავატარეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ენა დედაა ერისა’’, სადაც წრის წევრებმა წარმოადგინეს 

ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი წარსული და მისი როლი ქართველი ერი წინაშე. მოსწავლეებმა წაიკითხეს
მხატვრულად ქართველი პოეტების ლექსები . 





მეთორმეტე შეხვედრა--,,მ. მაჭავარიანის ლექსების გამომეტყველებით წაკითხვა.


თვითშეფასებისრუბრიკა

N
კრიტერიუმები
დიახ
არა
1
სწორადვისახავმიზანს
2
მოსწავლეთაინტერესებიდანგამომდინარევარჩევაქტივობებს
3
მაქვსსწორადშერჩეულიაქტივობებიდავახდენ  მოსწავლეებისდაინტერესებას
4
გაკვეთილისდაგეგმვისასსწორადგავდივარშედეგზე .
5
დროისგანაწილებასვახდენზუსტად

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა-ის სურათის შედეგი

No comments:

Post a Comment